ლელოს ერთ-ერთი წევრი, ანა ნაცვლიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს “ექსკურსიაზე” საჯაროდ იწვევს, რათა თბილისში “უკანონო მშენებლობები აჩვენოს”. აღნიშნული განცხადება ნაცვლიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.
“თუ კახა კალაძეს მეტი უკანონო მშენებლობა არ უნახავს, საჯაროდ ვიწვევ მას ექსკურსიაზე თბილისში, მე ვაჩვენებ მშენებლობებს, რომელიც მხოლოდ ფულის ძალით არის კანონიერად გამოცხადებული. მათ შორის, ჩემი სახლის წინ გამოცხადებულ ძალიან დიდ უკანონო კორპუსს თემქაზე”, — აცხადებს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, დედაქალაქის 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.
კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით დღეს რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.