ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის თქმით, მას არანაირი დისკომფორტი არ ექმნება, როცა, მაგალითად, რომან გოცირიძეს ვერ ხედავს პარლამენტში – ასე უპასხა მან კითხვას “რუსთავი 2-ის” ეთერში იმის თაობაზე, უქმნის თუ არა დისკომფორტს ერთპარტიული პარლამენტი.
“არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, რომ ვერ ვხედავ ჩემთვის საყვარელ რომან გოცირიძეს ჩემს გვერდზე სკამზე დამჯდარს პარლამენტში”, — განაცხადა წულუკიანმა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია არ თვლის ლეგიტიმურად და პარლამენტის ფუნქციონირებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. რამდენიმე პარტიის გარდა, მათ უკვე ოფიციალური უარი განაცხადეს მანდატებზეც.