ტიკარაძე: ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და შეზღუდვები არ არის მკაცრი ან უმკაცრესი

380

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის საუბარი შესაძლებელია სტაბილიზაციაზე, მაგრამ ამის შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ, რადგან ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და შეზღუდვები არ არის მკაცრი ან უმკაცრესი. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

“ამ ეტაპზე შეგვიძლია ვისაუბროთ ინფექციის გავრცელების სტაბილიზაციაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხანგრძლივ ჭრილში შევინარჩუნოთ. დღესდღეობით გვყავს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, მაგრამ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ერთ კვირაში 2000-2500 შემთხვევა გვექნება, ვინაიდან ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და შეზღუდვები არ არის მკაცრი ან უმკაცრესი”, — ამბობს ტიკარაძე.