აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულები გაათავისუფლეს

383

აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირები გაათავისუფლეს.„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით იყვნენ დაკავებული.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა.