ტიკარაძე: თუ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, შესაძლოა, კოლაფსი დადგეს

452

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თუ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, შესაძლოა კოლაფსი დადგეს. მანვე აღნიშნა, რომ თუ შეზღუდვები არ იქნება გათვალისწინებული, 3-4 ათასი შემთხვევა გეომეტრიული ზრდის შედეგად, რამდენიმე კვირაში 15-20 ათას ინფიცირებულს მიაღწევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერანაირად ვერ გაუძლებს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში განაცხადა.

“ევროპაში გადადიან ძალიან მკაცრ შეზღუდვებზე და თუ ჩვენ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, შესაძლო კოლაფსი, რომელზეც ასე ხშირად მიდის საუბარი, ნამდვილად დადგება. დღეს სისტემა თავისუფლად ატარებს ჯამურად 30 ათასამდე ინფიცირებულს, მაგრამ თუ ყოველდღიურად 15-20 ათასი ადამიანი დაინფიცირდება, ამას არა მხოლოდ საქართველო, არამედ ძალიან ბევრი უფრო განვითარებული ქვეყანაც ვერ გაუძლებს”, — განაცხადა ტიკარაძემ.