ხვიჩია: არ გვინდა სხვადასხვა “სპეკტაკლში” მონაწილეობა, რომელიც მანდატის დაჭრებთან და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გაიმართება

365

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არ უნდა არც ერთ “სპეკტაკლში” მონაწილეობა, რაც მანდატის დაჭრებთან და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს. ამის შესახებ განცხადება მან რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

“ჩვენ გასაგებად ვთქვით, რომ არ გვინდა სხვადასხვა ტიპის სპეკტაკლში მონაწილეობა, რომელიც შეიძლება ბევრი გაიმართოს მანდატის დაჭრებთან და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, ვიღაცისთვის შეიძლება ეს [ოპოზიციის მანდატების ჩახსნის ღონისძიება პარლამენტის შეკრების დღეს] ძალიან მნიშვნელოვანი ივენთია, მაგრამ მე როცა ვმონაწილეობ, გარედან როცა უყურებს ჩემი სპეციფიური ამომრჩეველი, ფიქრობს, რომ რაღაც სპეკტაკლში ვმონაწილეობთ”, — თქვა ხვიჩიამ.

იმ დღეს, როდესაც საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას ატარებდა და მხოლოდ ერთი პარტიით იყო წარმოდგენილი, ოპოზიციური პარტიების ნაწილი აქციას მართავდა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით.