მაქვს იმის შესაძლებლობა, საკუთარი თავი უზრუნველვყო — კალაძის განმარტება პიარისთვის დახარჯულ თანხებზე
"მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი უზრუნველვყო. რაც სჭირდება კახა კალაძეს, რა თქმა უნდა, ის ხარჯავს ხარჯავს საკუთარს", — ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების კითხვას, საიდან იღებს თანხას, რომელიც მის პიარზე იხარჯება. კალაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერიამ ამისთვი 3 წელში 11,5 მილიონი დახარჯა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
კალაძის განმარტებით, ეს თანხა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უწყებისთვის დახარჯა. კერძოდ, როგორც...
რატომ აკეთებენ ამას, ისაა საკითხი - ჩვენ რაც გვინდოდა, ის არ ქენით, პარლამენტში შემოსვლაზე და იქ დეკორაციაზე ყოფნაზე, ახლა დაგსჯით და მოგიხსნით დაფინანსებას - ეს დამოკიდებულებაა სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „ნიუსრუმში” პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან...
ბორჯომის მერიამ „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ჟანგბადის კონცენტრატორები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად გადასცა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.
ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, მოქალაქეების დასახმარებლად მათ 8 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინეს.
ქუთაისის მერიამ კიდევ 14 ახალი მუნიციპალური ავტობუსი შემოიყვანა, - ამის შესახებ ქუთაისის ახალმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა რადიო "ძველი ქალაქის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი ერთეული სატრანსპორტო საშუალებები უკვე ქალაქშია, უფრო დიდი ზომისაა და საქალაქო ქსელში ახალი წლიდან ჩაერთვება. მერის განმარტებით, გადამზადებას გაივლიან მძღოლებიც.
"უკვე 24 ერთეული ავტობუსი გვყავს. ახლა დასათვლელი გვაქვს ღირებულება, შესარჩევია სტაფი, განსასაზღვრია ახალი სვლა-გეზები. სატრანსპორტო სისტემა მთლიანად ახლებურად...
უფასო სასადილოების პროგრამაში რუსთავში დამატებით 150 ბენეფიციარი ჩაერთვება, - ამის შესახებ რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის რუსთავის მასშტაბით, უფასო სასადილოების პროგრამით 2 250-მდე სოციალურად დაუცველი პირი ისარგებლებს. კავთიაშვილის განცხადებით, ერთი ბენეფიციარის გამოკვებაზე დღეში 2 ლარი დაიხარჯება.
"იმის გათვალისწინებით, რომ მომლოდინეთა რაოდენობა იყო, 150 ბენეფიციარით გაიზარდა და შეადგინა 2 250 ბენეფიციარი,...
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების შესყიდვის ტენდერი გამოცხადა. ტენდერის ღირებულება 21 186 ლარია. მსურველ პრეტენდენტებს მონაწილეობის მიღება 21-დან 23 დეკემბრამდე პერიოდში შეუძლიათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე შეასრულოს.
ბოლო რამდენიმე წელია, რაც მარნეულის მერია ძაღლების თავშესაფრის ტენდერს აცხადებს და წლებია შპს „ვექტრა“ იმარჯვებს....
გორში მელიქიშვილის ჩიხის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ნფორმაციით, სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 32 972 ლარია, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაიგეგმა.
"პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, დაიგება რეზინის ფილები საბავშვო მოედანზე, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 38 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. პროგრამისთვის 2020 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 800 000...
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დაქვემდებარებული სახელოვნებო და სამუსიკო სკოლებისთვის უწყებამ შეშა შეისყიდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
13 კუბური მეტრი ოდენობის შეშაში სააგენტომ 2 940 ლარი გადაიხადა.
უწყებამ ხელშეკრულება გურამ გასიტაშვილისგან შეისყიდა. მან შეშა 20 დეკემბრამდე, გორში, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, მშვიდობის 12ა-ში უნდა მიიტანოს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გორში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ასხვისებს, რომლის ფართობი 35 კვადრატული მეტრია.
"არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს უწყება ელექტრონული აუქციონის საშუალებით ასხვისებს. საწყისი ფასი 1 800 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი, 200 ლარი. მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ელექტოხაზების დაუზიანებლად, საპრივატიზაციო უძრავ ქონებაზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები" , - ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.
დეკემბრის ბოლოს გორის მერი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
არსებული ეპიდემილოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაინტერესებული პირები მერის მოსმენას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.
ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, სტრასბურგში გასაჩივრდება - ამის შესახებ ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
პარტიის ლიდერები ავტორიტარიზმად მიიჩნევენ ირაკლი კობახიძის მუქარას კანონპროექტების ინიცირების შესახებ. მათი თქმით, ხელისუფელებას შანტაჟით არაფერი გამოუვა და ოპოზიცია ისევ გააგრძელებს ბრძოლას ახალ არჩევნებამდე.
“არ სურთ, რომ ქვეყანაში ისმოდეს ოპოზიციური ხმა და განსხვავებული აზრი. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იქნება იმიტომ, რომ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება.
14 დასახელების საკვებ პროდუქტებთან ერთად ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ. სასურსათო კალათას მუნიციპალიტეტის 37 - ვე საბავშვო ბაგა- ბაღში, 2070 აღსაზრდელი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბაღების გაერთიანებამ პროდუქტების და საახალწლო საჩუქრების შესაძენად ჯამში 180 ათასი ლარი გამოყო.
წინა სტატია
მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე დღეს პარლამენტთან პეტიციით მივიდა. დოლიძესა და პოლიციელებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.
"თქვენ დღეს ქართული პოლიციის სახელით ჩადიხართ უკანონო ქმედებას და ძალიან ვწუხვარ იმ ათიათასობით პოლიციელზე, რომელთაც უწევთ თქვენთან ერთად მუშაობა", — მიმართა დოლიძემ პოლიციელებს, ვინაიდან მათ არ დართეს დოლიძეს ნება, სია, რომელიც ხელში ეჭირა, რკინის კონსტრუქციაზე გაეკრა.
"პირველად ვნახე ეს სკოჩოფობია, ანუ დროებით შენობაზე პეტიციის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 706 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 91 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, კოვიდკლინიკა ამოქმედდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მისი განცხადებით, კლინიკის ადმინისტრაცია საქმის კურსშია და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება კოვიდპაციენტების მიღებას დაიწყებს.
,,დღის წესრიგში დგას დედოფლისწყაროს საავადმყოფოს გადაკეთება კოვიდკლინიკად, როგორც კი გაჩნდება ამის საჭიროება. კლინიკის ადმინისტრაცია საქმის კურსშია. დაწესებულება სახელმწიფოს საკუთრებაა, ამიტომ ყველაფერი ადვილი მოსაგვარებელია’’,– განაცხადა ნელი...
ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქმედი შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების შესახებ დასმულ კითხვას.
მისი განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ მსჯელობა შემდეგ დღეებში იქნება.
„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































