ბორჯომის მერიამ „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა

325

ბორჯომის მერიამ „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადასცა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ჟანგბადის კონცენტრატორები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად გადასცა და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს, მოქალაქეების დასახმარებლად მათ 8 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინეს.