გორში მელიქიშვილის ჩიხის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ნფორმაციით, სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 32 972 ლარია, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაიგეგმა.
“პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, დაიგება რეზინის ფილები საბავშვო მოედანზე, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 38 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. პროგრამისთვის 2020 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2020 წელს 21 დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიგეგმა“, – აცხადებენ მერიაში.