მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების შესყიდვის ტენდერი გამოცხადა. ტენდერის ღირებულება 21 186 ლარია. მსურველ პრეტენდენტებს მონაწილეობის მიღება 21-დან 23 დეკემბრამდე პერიოდში შეუძლიათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე შეასრულოს.
ბოლო რამდენიმე წელია, რაც მარნეულის მერია ძაღლების თავშესაფრის ტენდერს აცხადებს და წლებია შპს „ვექტრა“ იმარჯვებს. 2020 წლის ტენდერში მან ადგილობრივ თვითმმართველობას 21 000 ლარი შესთავაზა.