გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო

438

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა დაიწყო და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება.

14 დასახელების საკვებ პროდუქტებთან ერთად ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ. სასურსათო კალათას მუნიციპალიტეტის 37 – ვე საბავშვო ბაგა- ბაღში, 2070 აღსაზრდელი მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბაღების გაერთიანებამ პროდუქტების და საახალწლო საჩუქრების შესაძენად ჯამში 180 ათასი ლარი გამოყო.