დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, კოვიდკლინიკა ამოქმედდეს

405

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, კოვიდკლინიკა ამოქმედდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მისი განცხადებით, კლინიკის ადმინისტრაცია საქმის კურსშია და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება კოვიდპაციენტების მიღებას დაიწყებს.

,,დღის წესრიგში დგას დედოფლისწყაროს საავადმყოფოს გადაკეთება კოვიდკლინიკად, როგორც კი გაჩნდება ამის საჭიროება. კლინიკის ადმინისტრაცია საქმის კურსშია. დაწესებულება სახელმწიფოს საკუთრებაა, ამიტომ ყველაფერი ადვილი მოსაგვარებელია’’,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთში კოვიდკლინიკები თელავის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს. ასევე, რეგიონში შექმნილია კოვიდსასტუმროები, სადაც დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობა ხდება.