სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გორში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ასხვისებს, რომლის ფართობი 35 კვადრატული მეტრია.
“არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს უწყება ელექტრონული აუქციონის საშუალებით ასხვისებს. საწყისი ფასი 1 800 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი, 200 ლარი. მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ელექტოხაზების დაუზიანებლად, საპრივატიზაციო უძრავ ქონებაზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები” , – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.