ტიკარაძე: ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად

348

ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქმედი შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების შესახებ დასმულ კითხვას.

მისი განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ მსჯელობა შემდეგ დღეებში იქნება.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.