უფასო სასადილოების პროგრამაში რუსთავში დამატებით 150 ბენეფიციარი ჩაერთვება

265

უფასო სასადილოების პროგრამაში რუსთავში დამატებით 150 ბენეფიციარი ჩაერთვება, – ამის შესახებ რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის რუსთავის მასშტაბით, უფასო სასადილოების პროგრამით 2 250-მდე სოციალურად დაუცველი პირი ისარგებლებს. კავთიაშვილის განცხადებით, ერთი ბენეფიციარის გამოკვებაზე დღეში 2 ლარი დაიხარჯება.

“იმის გათვალისწინებით, რომ მომლოდინეთა რაოდენობა იყო, 150 ბენეფიციარით გაიზარდა და შეადგინა 2 250 ბენეფიციარი, რაფასთაკვლევა უკვე ჩატარებული გვაქვს და ვემზადებით სატენდერო პროცედურებისთვის. ერთ ადამიანზე ამ ფასთაკვლევის შესაბამისად განსაზღვრულია 2 ლარი”, – განაცხადა კავთიაშვილმა.