“პოლიციის სახელით ჩადიხართ უკანონო ქმედებას” – პარლამენტთან მისულ დოლიძესა და პოლიციელებს შორის შელაპარაკება მოხდა

386

წინა სტატია

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე დღეს პარლამენტთან პეტიციით მივიდა. დოლიძესა და პოლიციელებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

“თქვენ დღეს ქართული პოლიციის სახელით ჩადიხართ უკანონო ქმედებას და ძალიან ვწუხვარ იმ ათიათასობით პოლიციელზე, რომელთაც უწევთ თქვენთან ერთად მუშაობა”, — მიმართა დოლიძემ პოლიციელებს, ვინაიდან მათ არ დართეს დოლიძეს ნება, სია, რომელიც ხელში ეჭირა, რკინის კონსტრუქციაზე გაეკრა.

“პირველად ვნახე ეს სკოჩოფობია, ანუ დროებით შენობაზე პეტიციის გამოკვრის ასეთი პანიკური შიში”, — ამბობს დოლიძე.

ანა დოლიძე პარლამენტთან იმ სტუდენტებთან ერთად მივიდა, ვისაც სწავლის სტატუსი აქვთ შეჩერებული, მას ჰქონდა ამობეჭდილი სტუდენტების სიაც.

“ქართული ოცნების პარლამენტარები დღეს იღებენ ხელფასს, ხალხის ფულს, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან კი არ ამოეფარნონ ამ რაღაც ვითომ რაუნდებს, იმუშავონ ხალხისთვის. უმწვავესი პრობლემა არის ის 75 000 ახალგაზრდა, რომელიც დარჩა განათლების უფლების გარეშე. განათლების კომიტეტი, რომელიც იღებს ხელფასს ჩვენი გადასახადებიდან, ვალდებულია, იფიქროს როგორ გაუნახევროს ან გააუქმოს გადასახადი ამ 75 000 პირს”, — განაცხადა დოლიძემ.

პოლიციამ არ მისცა დოლიძეს ნება, გაეკრა ამობეჭდილი სია კედელზე და მოუწოდებდა მას დაეცვა დისტანცია და გაეკეთებინა პირბადე