„ქართული ოცნების“ ჯგუფი ორიენტირებულია, მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს, სრულად ჩაერთონ საპარამენტო საქმიანობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ ჯგუფად გაერთიანდნენ და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები.
„ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ...
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, 33%-ს აზრით კი ცუდად.
გამოკითხვაში მონაწილეთა 31% ქართული ოცნების მხარდამჭერია, 14% ოპოზიციის, 54% კი პარტიას არ ასახელებს. ქართული ოცნების მხარდამჭერების 87% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, ოპოზიიის მხარდამჭერთა 61% კი ფიქრობს, რომ ცუდად.
ამავდროულად, გამოკითხულთა 33% ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი უკვე უკან მოვიტოვეთ, 39%-ის აზრით, კი ეს ჯერ კიდევ...
NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 32% ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მუშაობას უარყოფითად აფასებს, ცესკოს მუშაობას საშუალოდ აფასებს 27%, დადებითად 24%, პასუხად არ ვიცი-ს ასახელებს 16%, შეფასებისგან თავს იკავებს 2%.
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, 2018- 2019 წლებში ჩატარდა 10 აუდიტორული შემოწმება. თუმცა აუდიტისთვის წარდგენილი მონაცემებით ირკვევა, რომ შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუსწავლია მერიის სამსახურების საქმიანობა. ასევე, სამსახურს არ განუხორციელებია წინასწარი შესწავლისა და რისკის შეფასების სათანადო პროცედურები.
"აღნიშნული პროცედურების საფუძველზე უნდა მომხდარიყო მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ძირითადი რისკების,...
ქედის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 100 800 ლარი დაუსაბუთებლად გასცა
"ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს, 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ, ჯამში, 100 800 ლარი.
მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. „თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
აღსანიშნავია, რომ...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქედის მუნიციპალიტეტში პრეტენდენტების შერჩევა არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაერთგვაროვანი მიდგომით ხორციელდება, რის შედეგადაც, გამარჯვებულად გამოვლინდა 2 შემთხვევაში, ჯამში, 89 714 ლარით მაღალი ფასის წარმომდგენი და შესაბამისი გამოცდილების არმქონე პრეტენდენტები.
"ქედის მუნიციპალიტეტში, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებისათვის, მერიის მიერ 2018 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, უმცირესი...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2018-2019 წლებში ქედის მერიამ გარეგანათების მოსაწყობად 11 ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეგანათება არასრულყოფილადაა მოწყობილი.
"ქედის მერიის მიერ, 2018-2019 წლებში, გარეგანათების გაფართოებისა და განათების მოწყობის სამუშაოებისათვის გაფორმებულია 11 ხელშეკრულება. მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტის ფორმა N2-ის და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლებზე გადახდილია, ჯამში, 667,081 ლარი.
სატენდერო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში რამდენიმე დღეა, რაც ადგილობრივებსა და ეპარქიას შორის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დავა მიმდინარეობს. მოსახლეობა მას შემდეგ შეიკრიბა მიწის ნაკვეთებთან, რაც სასულიერო პირებმა დღეს, 24 იანვარს, მიწის დასამუშავებლად ტექნიკა შემოიყვანეს. ამ ეტაზე, სამუშაოები შეჩერებულია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აცხადებს, რომ საკითხმა აუცილებლად უნდა გადაინაცვლოს მოლაპარაკების მაგიდასთან.
“სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური შუახევის მუნიციპალიტეტის, 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში ჯამურად აუთვისებელი დარჩა 1 580 568 ლარი, რაც ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.
ამასთან, როგორც აუდიტორები აღნიშნავენ, პროგრამული ბიუჯეტის შედგენის არსებული სისტემა არ იძლევა მიღწეული შედეგების გაზომვისა და შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანობის შეფასების საშუალებას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში...
ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
„სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
ფოთში 2018-2020 წლებში ბუნებრივი აირის გათბობის...
ქუთაისში ერთდროულად 3 ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისის მერმა მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად ვაჟა ფშაველას #58-თან სკვერის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ადგილზე ეწყობა მწვანე გაზონები და საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატური, ძელსკამები და ლამპიონები შემოიღობება დეკორატიული მოაჯირით.
ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის ინფორმაციით, 3 სკვერის მოწყობის სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან...
შუახევის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 124 725 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს, 2018-2019 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ ჯამში 124,725 ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო,...
ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის 52/ კონსტიტუციის ქუჩა 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომლის პრივატიზაცია სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნისთვის მოხდა და დღეს უკვე წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული, - ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც თავის დროზე სახელმწიფოსგან საკუთრებაში აქვს გადაცემული საცხოვრებელი ფართები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიღებული ფულადი კომპენსაციები.
„ვგულისხმობ...
შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ების არსებობას, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნქციონირების აუცილებლობა არ დასტურდება, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"შუახევის მუნიციპალიტეტში აუდიტის პერიოდში ფუნქციონირებდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნციონირების საჭიროება არ დასტურდება. აღნიშნული იურიდიული პირების 2018-2019 წლების საბიუჯეტო ხარჯი ჯამში 211,283 ლარს...
2021 წლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალი ეტაპი იწყება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსა და თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
2021 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მილიონ ლარამდე ღირებულების 7 სკვერი მოეწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე, პოეტ ეთერ-სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერს, სადაც დღეს სიმბოლურად ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და...
ქედის მუნიციპალიტეტში არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების პირობებში, ბიუჯეტიდან გადახდილია სრული სახელშეკრულებო ღირებულება – 456 030 ლარი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს და წარმოშობს არამართლზომიერი ქმედების რისკებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს, რომელმაც ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მერიის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმღები კომისიის მიერ მიღება- ჩაბარების აქტებით არ არის შეფასებული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































