NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 32% ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მუშაობას უარყოფითად აფასებს, ცესკოს მუშაობას საშუალოდ აფასებს 27%, დადებითად 24%, პასუხად არ ვიცი-ს ასახელებს 16%, შეფასებისგან თავს იკავებს 2%.
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ა. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.