„ქართული ოცნების“ ჯგუფი ორიენტირებულია, მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს, სრულად ჩაერთონ საპარამენტო საქმიანობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ ჯგუფად გაერთიანდნენ და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები.
„ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დროს გაეზრდებათ 15 წუთამდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.