რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგება, სავარაუდოდ, თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხევში მშენებლობის არეალში მოხვედრილი საზოგადოებრივი ცენტრის შენობაც ახლახან აიგო. კერძო პირისგან შესყიდული 2 250 კვმ მიწის ფართობიდან საზოგადოებრივი ცენტრი 1 050 კვმ ფართობზე აშენდა. დარჩენილი ფართი კი, საბავშვო ბაღისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ მუნიციპალიტეტი ამავე ტერიტორიის მიმდებარედ 412 კვმ მიწას იმავე მესაკუთრისგან შეიძენს.
საავტომობილო...
ქუთაისის მერიაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
შემთხვევა მეოთხე სართულზე იმ ოთხაში მოხდა, სადაც დაავადებათა კონტროლის ქოლცენტრის ოპერატორები არიან განთავსებული.
ჭერის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.
მერიაში აბობენ, რომ ქოლცენტრის თანამშრომლები დროებით სხვა ოთახში გადაიყვანეს.
წინა სტატია
მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა, რომ მარნეულის მერის მოადგილედ რესურს-ცენტრის ყოფილი უფროსი ქენან ომაროვი დაინიშნა.
„როგორც რაიონის ხელმძღვანელი, მივესალმები გუნდის გადაწყვეტილებას მის მერის მოადგილის დანიშვნასთან დაკავშირებით. მოვალეობის შესრულებას დაიწყებს ორშაბათიდან და შესაბამისად განვსაზღვრავთ მის უფლება-მოვალეობებს,“ - განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.
ქენან ომაროვი მარნეულის მერის მოადგილის ფუნქციის შესრულებას პირველი თებერვლიდან დაიწყებს. როგორც ზაურ ტაბატაძე ამბობს, უკვე ცნობილია თუ...
რუსთავში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების, ფასადების და სახურავების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხები გამოიყო. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა და საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
დეპუტატებს დაგეგმილი ცვლილებები, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა, გააცნო.
როგორც ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება განხორციელდა. გაიზარდა შემოსულობების გეგმა...
რუსთავში “ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი” დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც 28 იანვარს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ცენტრი ა(ა)იპ რუსთავსერვის ცენტრის ბაზაზე არსებული სტრუქტურით იფუნქციონირებს, თუმცა, გაიზრდება მისი ფუნქციები და უფლებები. ამის შესახებ ტვ4 წერს.
მომხსენებლის, მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების სპეციალისტის სოფო დემურაძის განმარტებით, წარმოდგენილი განკარგულების პროექტის მიხედვით, ქალაქი მიიღებს უფრო მეტად დახვეწილ და მოქნილ სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოველების მოვლა-პატრონობის და...
გორის მუნიციპალიტეტში სოფლების უმრავლესობა გაზიფიცირებულია, განცხადება ამის შესახებ გორის მერმა გააკეთა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, გათბობის პრობლემა მიმდინარე სეზონზე მუნიციპალიტეტში არ დგას და გაზი თითქმის ყველა თემშია შეყვანილი. გორის მერი ამბობს, რომ ამ დროისთვის, მხოლოდ ბოშურის მხარესაა პრობლემა, სადაც ამ დრომდე გაზიფიცირება არ მომხდარა.
"ახლა კეთდება ბნავისი, ოლოზი, წედისი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ზემოთ კი ბობნევი, ბოშური,...
სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უბანში მცხოვრები 120-მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებენ.
„პროექტი ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600...
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შვიდი ახალი ჭაბურღილი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ინტენსიურად მიმდინარეობს. რუისპირში 2 ჭაბურღილი ეწყობა, შალაურსა და იყალთოში ასევე 2-2, ხოლო ვარდისუბანში არსებულ ქსელს 1 ახალი ჭაბურღილი დაემატება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში ახალი ჭაბურღილების მოწყობა სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
“თელავის...
ბათუმის ქუჩებში, საკანალიზაციო ჭების ლუქები ქრება. ბოლო პერიოდში, სახურავები უკვე რამდენიმე ქუჩიდან მოიპარეს. გამოძიება თითოეულ ფაქტზე დაწყებულია, თუმცა პოლიციას, დამნაშავე ჯერ არცერთ შემთხვევაში უპოვია და შესაბამისად, არც დაუკავებია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
საკანალიზაციო ჭებს, დამცავი ლუქის გარეშე ბევრ ქუჩაზე შეხვდებით. ისინი ბოლოს, ნოღაიდელის ქუჩაზე გაქრა. სულ რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა.
სანიაღვრე თუ საკანალიზაციო ჭების სახურავები, ქალაქის კიდევ რამდენიმე...
"მე მიყვარს ბათუმის" წევრები ბათუმის მერიაში მივიდნენ და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ალექსანდრე მილორავას განცხადებით, დაცვის თანამშრომლები დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ. მათი თქმით, აუცილებელია საშვის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სხდომას ვერ დაესწრებიან. ინფორმაციას აჭარის ტელევიზა ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ,,ამბასადორის'' პროექტზე ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოსაზრება აინტერესებთ. ასევე ითხოვენ ხვალვე ჩაინიშნოს სხდომა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან...
იაპონიის საელჩომ საქართველოში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილები საქართველოს 4 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში: ოზურგეთში, ამბროლაურში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდება.
“დღევანდელი დღე ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა იაპონიის მთავრობასა და საელჩოს. ახალი რეანიმობილები ოთხ სხვადასხვა...
მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტში შვიდი პროექტი დაფინანსდება, მათ შორისაა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბაღისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შვიდი პროექტისთვის ჯამში 4 373 867 ლარია გასაზღვრული. აღნიშნული თანხით ფინანსდება:
ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ინფრასტურქტურის, მისასვლელი გზისა და პარკინგის მოწყობა;
ქალაქ ახალციხეში,რუსთაველის ქუჩაზე, N124 -ში სპორტული კომპლექსის და ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა;
სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
სოფელი მუგარეთის სასმელი...
დაიწყო მიზნობრივი დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს. გაიცემა 1 200-ლარიანი დახმარება (200 ლარი 6 თვის განმავლობაში). დღეის მდგომარეობით, კომპენსაცია ჩაერიცხება 106 080 პირს, 21 216 000 ლარის ოდენობით. პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა.
კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერი ორი ან...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში წლებია ადგილობრივები მოსავალს ვერ რწყავენ. სოფელში 5 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესობა თავს სოფლის მეურბეობით ირჩენს და ძირითადად პომიდორი, კარტოფილი და კიტრი მოჰყავთ, თუმცა ხშირად, წყლის არარსებობის გამო პროდუქტები ფუჭდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
პრობლება განსაკუთრებით ზაფხულში აქვთ. მაშინ, როდესაც უმრავლესობა მსგავს საქმიანობას ეწევა. მოსახლეობა იძულებულია სარწყავი წყალი სხვა სოფლებიდან, ავტომობილების მეშვეობით მოზიდონ.
ადგილობრივებმა პრობლემით დაინტერესება ზაურ...
დღეს, 29 იანვარს, მარნეულში მომუშავე მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარნეულის მერის ახალ მოადგილედ რესურსცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი დაინიშნა, თუმცა, როგორც "რადიო მარნეული“ წერს, მათთან აღნიშნულ ინფორმაცია მარნეულის მერიაში არც დაადასტურეს და არც უარყვეს.
როგორც მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ ქენან ომაროვის მერის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ ოფიციალური ბრძანება მერიაში ჯერ არაა რის გამოც ის აღნიშნულ ინფორმაციას...
გორის ცენტრში განთავსებულ მონიტორებს გორის მერია ჯერ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ს გადასცემს, შემდეგ კი მას გარკვეული დროით რეკლამებისთვის გააქირავებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"გვინდა, რომ ეს მონიტორები გადავცემთ ჩვენს რომელიმე ა(ა)იპ - ს, ვფიქრობთ, კეთილმოწყობას, რომელიც შემდეგ რეკლამებისთვის გააქირავებს გარკვეული დროით. მერიაც შეძლებს სასურველი ინფორმაციის გაშვებას და ის კომპანიაც, რომელიც შემოიტანს რეკლამას", - ამბობს გორის მერი, კონსტანტინე თვზარაშვილი.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული მონიტორები გასულ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































