რუსთავში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების, ფასადების და სახურავების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხები გამოიყო. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა და საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
დეპუტატებს დაგეგმილი ცვლილებები, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა, გააცნო.
როგორც ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება განხორციელდა. გაიზარდა შემოსულობების გეგმა გრანტების ნაწილში და კაპიტალური ტრანსფერი გახდა 4 024,5 ათასი ლარი. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები 4 314,5 ათასი ლარი და ადგილობრივი ნაშთი 4 867,7 ათასი ლარი ხარჯვითი ნაწილში – სხვადსახვა პროგრამებში გადანაწილდა, კერძოდ თანხები დაემატება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების, ფასადების და სახურავების რებილიტაციას და ქალაქში განსახორციელებელ სხვა პროგრამებს.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ბარათაშვილის ქუჩა N27-ში მცხოვრებ დევნილის და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე თერთმეტ ოჯახს, უახლოეს პერიოდში, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის ნინო სოსელიას განცხადებით, ამ მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დაწყებულია შესაბამის პროცედურები.