რუსთავში “ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი” დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც 28 იანვარს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ცენტრი ა(ა)იპ რუსთავსერვის ცენტრის ბაზაზე არსებული სტრუქტურით იფუნქციონირებს, თუმცა, გაიზრდება მისი ფუნქციები და უფლებები. ამის შესახებ ტვ4 წერს.
მომხსენებლის, მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების სპეციალისტის სოფო დემურაძის განმარტებით, წარმოდგენილი განკარგულების პროექტის მიხედვით, ქალაქი მიიღებს უფრო მეტად დახვეწილ და მოქნილ სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოველების მოვლა-პატრონობის და კანონით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას.
საკითხს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს და დაამტკიცეს.