მარნეულის მერიაში რესურსცენტრის უფროსის მერის მოადგილედ დანიშვნას ჯერ არ ადასტურებენ

544

დღეს, 29 იანვარს, მარნეულში მომუშავე მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარნეულის მერის ახალ მოადგილედ რესურსცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი დაინიშნა, თუმცა, როგორც “რადიო მარნეული“ წერს, მათთან აღნიშნულ ინფორმაცია მარნეულის მერიაში არც დაადასტურეს და არც უარყვეს.

როგორც მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ ქენან ომაროვის მერის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ ოფიციალური ბრძანება მერიაში ჯერ არაა რის გამოც ის აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

ინფორმაციას არ ადასტურებს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მაგრამ ამბობს, რომ ქენან ომაროვის მერის მოადგილედ დანიშვნას მიესალმება.

თავად ქენან ომაროვი ზარებს არ პასუხობს.