ქენან ომაროვი მარნეულის მერის მოადგილის ფუნქციის შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება

491

წინა სტატია

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა, რომ მარნეულის მერის მოადგილედ რესურს-ცენტრის ყოფილი უფროსი ქენან ომაროვი დაინიშნა.

„როგორც რაიონის ხელმძღვანელი, მივესალმები გუნდის გადაწყვეტილებას მის მერის მოადგილის დანიშვნასთან დაკავშირებით. მოვალეობის შესრულებას დაიწყებს ორშაბათიდან და შესაბამისად განვსაზღვრავთ მის უფლება-მოვალეობებს,“ – განაცხადა ზაურ ტაბატაძემ.

ქენან ომაროვი მარნეულის მერის მოადგილის ფუნქციის შესრულებას პირველი თებერვლიდან დაიწყებს. როგორც ზაურ ტაბატაძე ამბობს, უკვე ცნობილია თუ რა ფუნქციას შეასრულებს ომაროვი, მაგრამ დეტალები საჯარო ორშაბათს გახდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი.

ქენან ომაროვი რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს.