გორის ცენტრში განთავსებულ მონიტორებს გორის მერია ჯერ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ს გადასცემს, შემდეგ კი მას გარკვეული დროით რეკლამებისთვის გააქირავებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“გვინდა, რომ ეს მონიტორები გადავცემთ ჩვენს რომელიმე ა(ა)იპ – ს, ვფიქრობთ, კეთილმოწყობას, რომელიც შემდეგ რეკლამებისთვის გააქირავებს გარკვეული დროით. მერიაც შეძლებს სასურველი ინფორმაციის გაშვებას და ის კომპანიაც, რომელიც შემოიტანს რეკლამას”, – ამბობს გორის მერი, კონსტანტინე თვზარაშვილი.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული მონიტორები გასულ წელს, 148 320 ლარად შეიძინა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე განათავსა.