რომელი პროექტები ფინანსდება რეგფონდიდან 2021 წელს ახალციხეში

493

მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტში შვიდი პროექტი დაფინანსდება, მათ შორისაა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბაღისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შვიდი პროექტისთვის ჯამში 4 373 867 ლარია გასაზღვრული. აღნიშნული თანხით ფინანსდება:

ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ  ინფრასტურქტურის, მისასვლელი გზისა და  პარკინგის მოწყობა;

ქალაქ ახალციხეში,რუსთაველის ქუჩაზე, N124 -ში სპორტული კომპლექსის და ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა;

სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებლობა;

სოფელი მუგარეთის სასმელი წყლის  მაგისტრალური მილსადენის მოწყობა;

სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღის  შენობის რეაბილიტაცია;

სოფელ წნისში სატუმბი სადგურისა და  სარწყავი სისტემების  რეაბილიტაცია.