გორის მერი: მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების გარეშე მხოლოდ ბოშურის მხარეა დარჩენილი

390

გორის მუნიციპალიტეტში სოფლების უმრავლესობა გაზიფიცირებულია, განცხადება ამის შესახებ გორის მერმა გააკეთა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, გათბობის პრობლემა მიმდინარე სეზონზე მუნიციპალიტეტში არ დგას და გაზი თითქმის ყველა თემშია შეყვანილი. გორის მერი ამბობს, რომ ამ დროისთვის, მხოლოდ ბოშურის მხარესაა პრობლემა, სადაც ამ დრომდე გაზიფიცირება არ მომხდარა.

“ახლა კეთდება ბნავისი, ოლოზი, წედისი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ზემოთ კი ბობნევი, ბოშური, ბიისის მხარე დარჩენილია ბუნებრივი აირის გარეშე. კარგი იქნება რომ მალე მოხდეს ამ მხარის გაზიფიცირებაც, მაგრამ მოგეხსენებათ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული”,-აღნიშნა, გორის მერმა.