ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

79

“მე მიყვარს ბათუმის” წევრები ბათუმის მერიაში მივიდნენ და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ალექსანდრე მილორავას განცხადებით, დაცვის თანამშრომლები დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ. მათი თქმით, აუცილებელია საშვის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სხდომას ვერ დაესწრებიან. ინფორმაციას აჭარის ტელევიზა  ავრცელებს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ,,ამბასადორის” პროექტზე ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოსაზრება აინტერესებთ. ასევე ითხოვენ ხვალვე ჩაინიშნოს სხდომა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს წევრები მოვლენ და პროექტზე ისაუბრებენ.

”საკრებულოს სხდომა არის საჯარო და მინდა დავესწრო. სხვა სხდომაზე თუ არ იყო საშვი საჭირო ახლა რატომ გახდა? ყოველთვის უპრობლემოდ შევდიოდი. ”ქართული ოცნების” დეპუტატები და საკრებულოს თავმჯდომარე  რომ არ ჩადგეს უხერხულ მდგომარეობაში ამიტომ არ გვიშვებენ?!” – განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.

ბათუმის საკრებულოში სხდომა იმართება. რაც შეეხება ,,ამბასადორის” პროექტს, ბულვარში 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. გაიმართა საპროტესტო აქციები.