მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში წლებია ადგილობრივები მოსავალს ვერ რწყავენ. სოფელში 5 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესობა თავს სოფლის მეურბეობით ირჩენს და ძირითადად პომიდორი, კარტოფილი და კიტრი მოჰყავთ, თუმცა ხშირად, წყლის არარსებობის გამო პროდუქტები ფუჭდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
პრობლება განსაკუთრებით ზაფხულში აქვთ. მაშინ, როდესაც უმრავლესობა მსგავს საქმიანობას ეწევა. მოსახლეობა იძულებულია სარწყავი წყალი სხვა სოფლებიდან, ავტომობილების მეშვეობით მოზიდონ.
ადგილობრივებმა პრობლემით დაინტერესება ზაურ დარგალს, მერობის პერიოდში სთხოვეს. კაჩაგნელების თქმით, დაპირების მიუხედავად საკითხი ვერ მოგვარდა. დარგალმა პრობლემის მოგვარების პირობა ახლა უკვე დეპუტატის ამპლუაში დადო. 27 იანვარს, მოსახლეობას შეხვდა და სოფელში სატუმბო სადგურის მშენებლობა დააანონსა.
„ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან არის. არხში წყალი ნორმალურად მოდის, სხვა არხებზეც გაზაფხულამდე ნორმალურად არის წყალი, მაგრამ ზაფხულში პრობლემა იქმნება. მოსახლეობა წვალობს. უჭირთ მიწის ნაკვეთის მორწყვა. ვიღაცას უნდა მიწის სარწყავად წყალი ამ დროს სხვა უშვებს თავის მიწაზე და პრობლემები იქმნება ასე. გუშინ ბატონი ზაური იყო მოსული და თქვა, რომ სატუმბო სადგური მოეწყობა, პრობლემა მოგავრდებაო. ველოდებით, ჩენი სურვილიც ეგაა. აქ ყველა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და წყლით უნდა ვიყოთ უზრუნველყოფილი. ძირითადი პრობლემა წყალია. არის არხი „ქოთეშგერი“ ძირითადად მანდ იქმნება პრობლემა“ – ამბობს სარხან ჰაგვერდიევი.
„მაისი რომ მოვა, აქ წყალი არ იქნება. ცოტა რომ იწვიმოს, მაშინ იქნება. მოსავალიც როცა წყალი არის მაშინ ვრწყავთ როცა არ არის ვერ ვრწყავთ”-, თქვა ეთიბარ ყურბანოვმა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრა მელიორაციის საკითხებზე. კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში 27 ივნისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საქართველოს მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით წითლიძე.
დამსწრეებმა მუნიციპალიტეტში არსებული საირიგაციო ვითარება და სარწყავი სეზონისთვის მზადების პროცესი და კაჩაგანში სატუმბი სადგურის მშენებლობის და სარწყავი სისტემის მოწყობის საკითხები განიხილეს.