გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია „მარიამჯვრის“ დაცული ტერიტორიების ფართობი და საზღვრები, რომელიც მოიცავს უკვე არსებულ მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს და მთელ ტერიტორიას მიენიჭება ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი და ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება, რომლის საერო...
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთზე (N145-დან - N94-მდე) გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ნაწილზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. ასევე, N108 ავტობუსის ბოლო გაჩერებიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება გზის საფარი. ჯამში, სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 230 000 ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება...
პარლამენტმა 82-ხმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება განახორციელა.
პლენარულ სხდომაზე დოკუმენტის რატიფიცირებას ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება უწოდოს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილებით საქართველო გაცილებით უფრო ღირსეული სახელმწიფო ხდება. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით კი, მიღებული დოკუმენტი რეალურ ცხოვრებაში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის.
სარატიფიკაციო დოკუმენტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...
"ქართული ოცნება-ერთობა" , - ასე ერქმევა ახალ ფრაქციას, რომელსაც გორის საკრებულოში "მწვანეების" ყოფილი წარმომადგენლები აფუძნებენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"ქართული ოცნება-მწვანეები" როგორც ირკვევა, მისმა წევრებმა დატოვეს და ერთობლივი გადაწყვეტილებით ახალი ფრაქციის იდეა შეიმუშავეს. მისი ხელმძღვანელი ისევ რეხა-ბერბუკის მაჟორიტარი გიორგი შიოშვილი, მოადგილე ჯუმბერ გიგაური, მესამე წევრი კი - ხვიჩა ხიხალაშვილი იქნება.
"როდესაც "ქართული ოცნება-მწვანეები" ერქვა ჩვენს ფრაქციას, რეკრეაციული ზონების მოწყობის საკითხზე არაერთი ინიციატივა დაგვიყენებია. ახლაც ისევ ვეცდებით ახალი სახელწოდებით,...
მომავალ კვირაში იგეგმება გენგეგმის ტენდერის გამოცხადება და ჩვენს ქალაქს, ძალიან მალე, უნდა ჰქონდეს განაშენიანების ის მთავარი დოკუმენტი, რაც იქნება ხელშესახები ყველა მხარისათვის და აუცილებელი არის ჩვენი ქალაქისათვის, ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
"გენგეგმა ბოლო წლების აქტუალური გამოწვევაა ქალაქ ბათუმისათვის და ბოლო ათწლეულებისთვისაც, მე ასე ვიტყოდი და შევაფასებდი, ამ დოკუმენტის საჭიროებას და მნიშნევნელობას. საჭიროება და მნიშვნელობა ამ დოკუმენტისა კარგად...
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს და ვიზიტორების მიღებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
დღეიდან დელფინარიუმში ფასდაკლების აქციაც ამოქმედდა, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებების წევრები: ბაღის აღსაზრდელები, მოსწავლეები, სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები.
პირველი მარტიდან უკვე გაიხსნა ბათუმის აკვარიუმიც, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.
დღეს, არჩილ ჩიქოვანი დელფინარიუმში იმყოფებოდა, გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და ადგილზე შეაფასა დადგენილი რეგულაციების შესრულება.
ბათუმის მერია ყოველწლიურად ასეულობით ლარს წყალში ყრის. მიუხედავად დახარჯული 282 ათასი ლარისა, ქვაფენილები მაინც დაზიანებულია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობას ხედავს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდაა შესრულებული. ასეც, რომ ყოფილიყო საინტერესოა რისთვის გამოიყენა ხელისფულებამ მმართველობის 9 წელი და რატომ არ იზრუნა თავად პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ქვაფენილიანი ქუჩები, ბათუმში,...
მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
“დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ნაგვაზაოს, ინჩხურისა და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.
შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე – აკაკი ხუნწელია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზებისა...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია უსინათლო პირებისათვის გამცილებლის სერვისის შემოღებას აპირებს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, პირველ მარტს გამართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოზე საბჭოს წევრი სურიკ ჩიჩიანი მუნიციპალიტეტში გამცილებლის სერვისის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე და ვფიქრობთ, რომ ამ საკითხსაც დადებითი გადაწყვეტილება ექნება,“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.
რადიო „მარნეულს“ უსინათლოთა კავშირის წევრმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის...
პლებისციტის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პლებისციტი არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა.
„ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა, თუმცა, მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი - იყოს...
გურჯაანში შალიკაშვილის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება ძველი და ამორტიზებული გაყვანილობა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სამუშაოების განხორციელების საჭიროება გურჯაანი- ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციამ მოითხოვა. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელსაც გურჯაანელები ვაშლების უბანს უწოდებენ, სავარაუდოდ ქვაფენილის ნაცვლად, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, ეს თავად მოსახლეობის მოთხოვნაა.
გურჯაანი-ზიარის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რამდენიმე...
გარდაბანში, ლელაშხას დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტის თანახმად ადგილზე ფანჩატურები, ველობილიკი, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონები და ღია ტიპის სცენა მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 521’125’00 ლარად ახორციელებს.
ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, პარკს დასრულების შემდეგ, აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის, ლევან დევდარიანის სახელი დაერქმევა.
შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“, რომელსაც სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ხსნის, პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს დღეებში „კავკასია“ ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს განათლების სამინისტროში შეიტანს.
მისი ინფორმაციით, კოლეჯში სწავლა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლევადიანი, რამდენიმე დღიანი კურსით, ისე გრძელვადიანი, 2-წლიანი პროგრამით.
პირველ წელს კოლეჯს გრძელვადიან მიმართლებაზე 15 სტუდენტი...
რუსთავში სამ მისამართზე ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სატრენაჟორო სივრცეების მოწყობა თოდრიას ქუჩაზე, მეგობრობის მეორე გასასვლელთან და ე.წ ჩიკაგოს სკვერში იგეგმება.
წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 5 მარტს დამთავრდება.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღეა.
ხელშეკრულების სავარაუდო ღიერბულება 73`741 ლარია.
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართება. ადგილზე იმყოფებიან როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები.
შეხვედრის დაწყებამდე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დასვამენ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქის გათავისუფლების საკითხს.
შეხვედრაზე მთავარი საკითხი ზაზა გახელაძისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული საქართველოს სხვა...
ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფოთში მოსაცდელი სივრცე მოეწყო, რომელიც მზის პანელებით არის აღჭურვილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი – „მოსაცდელი სივრცე – მზის პანელებით“ ა(ა)იპ ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ განხორციელდა.
„პროექტი მიზნად ისახავს ფოთში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტს შეუწყობს ხელს, ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ფარგლებში ენერგოეფექტურობის მხრივ დასახული მიზნის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































