ბათუმის მერიას ქვაფენილიანი ქუჩების შეკეთება ყოველ წელს 282 000 ლარი უჯდება

342

ბათუმის მერია ყოველწლიურად ასეულობით ლარს წყალში ყრის. მიუხედავად დახარჯული 282 ათასი ლარისა, ქვაფენილები მაინც დაზიანებულია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მმართველი გუნდი  „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობას ხედავს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდაა შესრულებული. ასეც, რომ ყოფილიყო საინტერესოა რისთვის გამოიყენა ხელისფულებამ მმართველობის 9 წელი და რატომ არ იზრუნა თავად პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ქვაფენილიანი ქუჩები, ბათუმში, აღდგენას ყოველი წვიმიანი ამინდის შემდეგ საჭიროებს. ფილები, ხშირად, უამინდობის გარეშეც იყრება. თავიდან ალაგაბენ, თუმცა დაგებული, დიდხანს მაინც არ ძლებს. ამგვარად, ქუჩები თუ ტროტუარები, ქალაქში მუდმივად დაზიანებულია.

პრობლემა, იმდენად მასშტაბურია, რომ იგი მძღოლებთან ერთად, დაბრკოლებას ქვეითებსაც უქმნის. მძღოლებს მანქანები მუდმივად უფუჭდებათ. დაზიანებულ ქვაფენილზე, განსაკუთრებით რთულია ეტლით გადაადგილება.

ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში, ამბობენ, რომ პრობლემით თავადაც შეწუხებული არიან, თუმცა ამ ეტაპზე ვერაფერს ცვლიან. რატომ? დირექტორი გვეუბნება, რომ 2005-2006 წლებში, სამუშაოები „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არასწორად შეასრულა, რომელსაც ვეღარ შველიან.

ხელისუფლების ოპონენტი კი ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, თავის დროზე თუ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა თვითმართველობას 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის მიემართა.

ბათუმის მერიას, ქვაფენილიანი ქუჩების შეკეთება, ყოველწელს 282 ათასილარი უჯდება.