რუსთავში სამ მისამართზე სატრენაჟორო სივრცე მოეწყობა

513

რუსთავში სამ მისამართზე ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ტვ4 წერს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სატრენაჟორო სივრცეების მოწყობა თოდრიას ქუჩაზე, მეგობრობის მეორე გასასვლელთან და ე.წ ჩიკაგოს სკვერში იგეგმება.

წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 5 მარტს დამთავრდება.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღეა.

ხელშეკრულების სავარაუდო ღიერბულება 73`741 ლარია.