სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

520

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთზე (N145-დან – N94-მდე) გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ნაწილზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. ასევე, N108 ავტობუსის ბოლო გაჩერებიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება გზის საფარი. ჯამში, სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 230 000 ლარია გათვალისწინებული.

რაც შეეხება 26 მაისის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთს, გზის ფრაგმენტული შეკეთება მიმდინარეობს. აღნიშნულ დასახლებაში გასულ წელს გამგეობის მიერ მოეწყო წყალარინების ქსელი. გარკვეულ ნაწილზე შესაცვლელია წყლის ქსელი, რომლის მოწესრიგებაც კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მომავალ წელს აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ გამგეობა გზის დარჩენილი ნაწილის კაპიტალურ რეაბილიტაციას განახორციელებს.

აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობდა. გლდანის გამგეობამ 6 500 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოაწყო.