გორის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება-ერთობა“ იქმნება

676

“ქართული ოცნება-ერთობა” , – ასე ერქმევა ახალ ფრაქციას, რომელსაც გორის საკრებულოში “მწვანეების” ყოფილი წარმომადგენლები აფუძნებენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“ქართული ოცნება-მწვანეები” როგორც ირკვევა, მისმა წევრებმა დატოვეს და ერთობლივი გადაწყვეტილებით ახალი ფრაქციის იდეა შეიმუშავეს. მისი ხელმძღვანელი ისევ რეხა-ბერბუკის მაჟორიტარი გიორგი შიოშვილი, მოადგილე ჯუმბერ გიგაური, მესამე წევრი კი – ხვიჩა ხიხალაშვილი იქნება.

“როდესაც “ქართული ოცნება-მწვანეები” ერქვა ჩვენს ფრაქციას, რეკრეაციული ზონების მოწყობის საკითხზე არაერთი ინიციატივა დაგვიყენებია. ახლაც ისევ ვეცდებით ახალი სახელწოდებით, მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში მივიღოთ მონაწილეობა. ჯერჯერობით არ გვაქვს გადაწყვეტილი რა საკითხების ინიცირებით დავიწყებთ წელს მუშაობას”, – აცხადებს გიორგი შიოშვილი.

აღნიშნულ საკითხს დეპუტატები საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.