რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს და ვიზიტორების მიღებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
დღეიდან დელფინარიუმში ფასდაკლების აქციაც ამოქმედდა, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებების წევრები: ბაღის აღსაზრდელები, მოსწავლეები, სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები.
პირველი მარტიდან უკვე გაიხსნა ბათუმის აკვარიუმიც, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.
დღეს, არჩილ ჩიქოვანი დელფინარიუმში იმყოფებოდა, გაეცნო მოსამზადებელ სამუშაოებს და ადგილზე შეაფასა დადგენილი რეგულაციების შესრულება.