ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფოთში მოსაცდელი სივრცე მოეწყო, რომელიც მზის პანელებით არის აღჭურვილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი – „მოსაცდელი სივრცე – მზის პანელებით“ ა(ა)იპ ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ განხორციელდა.
„პროექტი მიზნად ისახავს ფოთში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტს შეუწყობს ხელს, ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ფარგლებში ენერგოეფექტურობის მხრივ დასახული მიზნის მიღწევაში. ფოთში 80 000 ევროს ღირებულების სულ 23 ქვეგრანტის პროექტი დაფინანსდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.