გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევისას, მოსახლეობამ სკვერებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა მოითხოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სკვერისა და საბავშო ატრაქციონების მოწყობა სურთ აძვში, ხოლო თორტიზაში, ქვემო ნიქოზში, ქვემო ხვითში, დიდ გარეჯვარში, ქვემო რიეთში, ერგნეთში, მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში, ბობნევში, ზემო ბოშურსა და სათბურის დასახლებაში სკვერის მოწყობა სურთ.
მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათი სოფლისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა 15 თებერვლიდან დაიწყო.
სოფელ მუკუზანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.
სოფელ მუკუზანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაციაპროექტის ფარგლებში მოასფალტდა 1 100 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. ამ ეტაპზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ფენიქსი " ასრულებს.
გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 530 000 ლარზე...
ბერბუკის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები გორის მუნიციპალიტეტის მერიას ავტობუსების მარშრუტში ცვლილების შეტანას სთხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მათი განმარტებით, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი მათ დასახლებამდე არ მიდის და გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ.
მათი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, რომლებსაც სოფლის სკოლაში გაკვეთილები შუადღემდე უმთავრდებათ.
"ლურჯი ავტობუსები ბერბუკის მაღაზიამდე ამოდის, სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გაკვეთილები ადრე უმთავრდებათ და სკოლის ტრანსპორტს რამდენიმე საათი ვერ ელოდებიან, ფეხით მოდიან დევნილთა დასახლებამდე. სკოლა ბერბუკშია. ჩვენ დასახლებამდე...
გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში მოსაცდელები მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც მერიაში ამბობენ, მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევისას მოსაცდელების მოწყობა მოითხოვა.
წითელუბანში, ჯარიაშენსა და ორმოცში ახალი მოსაცდელები უნდა მოეწყოს, ხოლო უკვე არსებულის რეაბილიტაცია მოხდება ტინისხიდში.
ინფორმაციისთვის, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად 15 თებერვლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 112 სოფელში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები შეირჩა.
ზუგდიდში ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით ჯერ არაფერი არ გვაქვს დაგეგმილი, - უთხრეს "ლაივპრესს" მუნიციპალური განვითარების ფონდში. ფონდში აღნიშნეს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ბიუჯეტში კორექტირება მოხდა და რაღაცები შეიცვალა.
ჯერ კიდევ შარშან, მაისში ფონდში აცხადებდნენ, რომ პროექტირება დასრულებულია, და რომ დონორთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება დაფინანსების საკითხზე. დონორის დამტკიცების შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდებოდა. დღეს ისევ გაურკვეველია, როდის ექნება ზუგდიდს მრავალჯერ დაანონსებული თავშესაფარი.
"ამ ეტაპზე არ გვიზის გეგმაში...
ბათუმში 85 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, "მზიური გარდენსის“ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი "CROWNE PLAZA" განახორციელებს. პროექტი ბრიტანული ინვესტიციით ხორციელდება.
"მზიური გარდენსის“ მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 300 მდე ადამიანი და ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც რიჟვაძემ განაცხადა, პანდემიის მიუხედავად სამშენებლო სექტორი აქტიურად აგრძელებს პროექტების...
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, უსინათლობა პროგრამის ფარგლებში მეცადინეობები 10 მარტს განახლდება. ამ პროგრამის ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო შეხვედრა 5 მარტს გაიმართა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამის შემდგომ მეცადინეობები კვირაში ორჯერ, – ოთხშაბათსა და პარასკევს – ჩატარდება. ამჟამად უსინათლოთა პროგრამაში 12 ბენეფიციარი ჩართული ფარცხნალიდან, ვახანიდან, ჩხერიდან და ვარძიიდან. თუმცა, მსურველი უფრო მეტია და ისინი სოფლებიდან დამოუკიდებლად მოსვლას ვერ ახერხებენ.
პროგრამის ფარგლებში ოთხი წრე...
ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა ორი ლარით გაძვირდა. ავტოსადგურში ამბობენ, რომ თანხის გაზრდა საწვავის ფასის მატებამ გამოიწვია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მგზავრობა 8 ლარი იყო, ახლა კი 10 ლარი გახდა.
„სამი ლარი გახდა საწვავი, მადლობა ჩვენს მძღოლებს რომ ორი კაცითაც მგზავრობენ და რეისი არ მიუქმდება, 150 ლარის ხარჯი აქვთ და რა ქნან?!“-ამბობს ბორჯომის ავტოსადგურის დირექტორი ჯუმბერ ხიჯაკაძე.
მიმდინარე თვეში ორი ლარით მოიმატა მგზავრობის ღირებულებამ თბილისი–ახალციხის მიმართულებითაც. საქალაქთაშორისო...
ახალქალაქში ჩარენცის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 315 340 ლარზე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
“პროექტი ითვალისწინებს სკვერში არსებული შადრევნის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახლის მოწყობას. შადრევნის გარშემო განთავსდება სკამები, დამონტაჟდება ტრენაჟორები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკში არსებულ მოედნებსა და ბილიკებს. ასევე გათვალისწინებულია პარკში შესასვლელი კარის გაფართოება”, - ვკითხულობთ პროექტში.
გამოცხადებულ ტენდერზე...
წინა სტატია
184 ათასი ლარი დაიხარჯება იმ გარეტრენაჟორების შესაძენად, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უახლოეს ორ თვეში დაიდგმება. კომპანია "დიზაინ მენტალმა" ტენდერში გაიმარჯვა. მისი ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ შეკვეთილ პროდუქციას თურქეთიდან, კერძოდ კომპანია ,,ქოჩაკპარკისგან'' შეიძენს. ინფორმაციას შიდა ქართ6ლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გარეტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიებს კონსტრუქციები ძირითადად რუსეთიდან შემოაქვთ. ამის თაობაზე, განგაში ოპოზიციამ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილებამ, ერთი წლის განმავლობაში უკანონო სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე 12 იურიდიული და 26 ფიზიკური პირი დააჯარიმა. ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
"განვლილ პერიოდში განყოფილების მიერ გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის არაერთი ფაქტი, რის გამოც გატარებული იქნა შესაბამისი ღონისძიებები, დაჯარიმდა 12 იურიდიული და 26 ფიზიკური პირი, ჯარიმის თანხამ 36 000 ლარი შეადგინა", - ნათქვამია ერთწლიან...
გორის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
მოსახლეობის საერთო კრებები და კონსულტაციები სოფლებში 15 თებერვალს დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებაში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირველ პრიორიტეტულ დასაფინანსებელ პროექტებად შეირჩა, აქედან 29 სოფლში მოსახლეობამ გარეგანათების მოწყობა ითხოვა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარეგანათებები მოეწყობა:
ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ყელქცეული, ახალდაბა, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, ძევერა, ქიწნისი, სათემო, ოთარშენი, ბროწლეთი, მეღვრეკისი, სვენეთი, ნაწრეტი, წითელუბანი, ახალშენი, ზემო...
წინა სტატია
ბათუმში სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც სოციალური პროექტის, „იაფი სახლის“ ფარგლებში აშენებულ კორპუსებში დღეს თვითნებურად შეიჭრნენ, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ჯავახიშვილის ქუჩაზე. დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. კერძოდ, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მოქალაქეებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდეს და თვითნებურად შეჭრილმა მოქალაქეებმა შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
საცხოვრებელ კორპუსებში დღეს 40-ზე მეტი ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. ისინი აცხადებდნენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან,...
რუსთავში კოსტავას გამზირზე ახალი ეკრანის მონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
ახალი ეკრანის განთავსებით ქალაქში 500 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და სამონტაჟო სამუშაოებს აუქციონში გამარჯვებული კომპანია "ალმა" ასრულებს.
აუქციონის პირობების თანახმად ახალი მონიტორის ფართობი 40-50კვ.მ იქნება და საეთერო დროის 10%-ს თვითმმართველობას დაუთმოს.
როგორც მერიაში განაცხადეს, კოსტავას გამზირზე არსებული ძველი ეკრანი მწყობრიდან იყო გამოსული და შეცვლას საჭიროებდა.
წინა სტატია
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მედიაში გასულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც რუსთავის შიდასაქალაქო სატრანსპორტო კომპანიების ინიციატივაზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც საქალაქთაშორისო მგზავრების აყვანა ქალაქის გასასვლელში უნდა მოხდეს.
"აღნიშნულმა ინიციატივამ საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაიჟღერა, თუმცა ის შეხვედრის არც მიზეზი ყოფილა და არც განხილვის თემა. უფრო მეტიც, რუსთავის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ იდეაზე მუშაობა არც კი იგეგმება და ეს სამუშაო ჯგუფის ოქმშიც არის...
წინა სტატია
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და ქვეყნის სხვა მიმდინარე თემებზე მსჯელობდნენ.
„დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით, თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































