რუსთავში კოსტავას გამზირზე ახალი ეკრანი მონტაჟდება

428
რუსთავის მერია

რუსთავში კოსტავას გამზირზე ახალი ეკრანის მონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

ახალი ეკრანის განთავსებით ქალაქში 500 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და სამონტაჟო სამუშაოებს აუქციონში გამარჯვებული კომპანია “ალმა” ასრულებს.

აუქციონის პირობების თანახმად ახალი მონიტორის ფართობი 40-50კვ.მ იქნება და საეთერო დროის 10%-ს თვითმმართველობას დაუთმოს.

როგორც მერიაში განაცხადეს, კოსტავას გამზირზე არსებული ძველი ეკრანი მწყობრიდან იყო გამოსული და შეცვლას საჭიროებდა.