ახალქალაქის ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

547

ახალქალაქში ჩარენცის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 315 340 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

“პროექტი ითვალისწინებს სკვერში არსებული შადრევნის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახლის მოწყობას. შადრევნის გარშემო განთავსდება სკამები, დამონტაჟდება ტრენაჟორები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკში არსებულ მოედნებსა და ბილიკებს. ასევე გათვალისწინებულია პარკში შესასვლელი კარის გაფართოება”, – ვკითხულობთ პროექტში.

გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება მარტის ბოლოს დასრულდება. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.