გორის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
მოსახლეობის საერთო კრებები და კონსულტაციები სოფლებში 15 თებერვალს დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებაში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირველ პრიორიტეტულ დასაფინანსებელ პროექტებად შეირჩა, აქედან 29 სოფლში მოსახლეობამ გარეგანათების მოწყობა ითხოვა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარეგანათებები მოეწყობა:
ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ყელქცეული, ახალდაბა, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, ძევერა, ქიწნისი, სათემო, ოთარშენი, ბროწლეთი, მეღვრეკისი, სვენეთი, ნაწრეტი, წითელუბანი, ახალშენი, ზემო სობისი, დიდი მეჯვრისხევი, ზერტი, კირბალი, გუგუთიაანთკარი, ქერე, ქვემო არცევი, შერთული, იფნარა, ორმოცი;
ინფორმაციისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის 2021 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 596 000 ლარია გამოიყო.