სოფელ მუკუზანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.
სოფელ მუკუზანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაციაპროექტის ფარგლებში მოასფალტდა 1 100 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. ამ ეტაპზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს “ფენიქსი ” ასრულებს.
გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 530 000 ლარზე მეტი იხარჯება.