ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

1000

ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა ორი ლარით გაძვირდა. ავტოსადგურში ამბობენ, რომ თანხის გაზრდა საწვავის ფასის მატებამ გამოიწვია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მგზავრობა 8 ლარი იყო, ახლა კი 10 ლარი გახდა.

„სამი ლარი გახდა საწვავი, მადლობა  ჩვენს მძღოლებს რომ ორი კაცითაც მგზავრობენ და რეისი არ მიუქმდება, 150 ლარის ხარჯი აქვთ და რა ქნან?!“-ამბობს ბორჯომის ავტოსადგურის დირექტორი ჯუმბერ ხიჯაკაძე.

მიმდინარე თვეში ორი ლარით მოიმატა მგზავრობის ღირებულებამ თბილისი–ახალციხის მიმართულებითაც. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, თითქმის სამთვიანი აკრძალვის შემდეგ, 25 თებერვლიდან აღდგა.