ქარელში გარეტრენაჟორებს რუსეთის ნაცვლად თურქეთიდან ჩამოიტანენ

651

წინა სტატია

184 ათასი ლარი დაიხარჯება იმ გარეტრენაჟორების შესაძენად, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უახლოეს ორ თვეში დაიდგმება. კომპანია “დიზაინ მენტალმა” ტენდერში გაიმარჯვა. მისი ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ შეკვეთილ პროდუქციას თურქეთიდან, კერძოდ კომპანია ,,ქოჩაკპარკისგან” შეიძენს. ინფორმაციას შიდა ქართ6ლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გარეტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიებს კონსტრუქციები ძირითადად რუსეთიდან შემოაქვთ. ამის თაობაზე, განგაში ოპოზიციამ ატეხა და აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა ოკუპანტი ქვეყნის კომპანიების სასარგებლოდ იხარჯება.

მაგალითად, 2020 წლის ზაფხულში, გორის მერიის მიერ შერჩეული კომპანიის ხელმძღვანელი, მაკედონ ანანიკოვი აცხადებდა, რომ საქართველოში გარეტრენაჟორები მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს, თანაც მხოლოდ რუსეთიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის განკარგვა იმგვარად, რომ რუსულ კომპანიებს არ ესარგებლათ, ამის განხორციელება შეუძლებელი იყო.

იგივეს აცხადებდა გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელსაც ოპოზიცია სწორედ პრორუსული ორიენტაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის ვერ გააკონტროლებს საზღვარგარეთიდან სპორტული ინვენტარის შემოტანას.

რაც შეეხება ქარელს, აქ 9 ლოკაციაზე ,,ქოჩაკპარკისგან” შეძენილი გარეტრენაჟორები დამონტაჟდება. კონკრეტულ სოფლებს სპორტის სამსახურის წარმომადგენლები შეარჩევენ.