„ქართულმა ოცნებამ“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

539

წინა სტატია

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და ქვეყნის სხვა მიმდინარე თემებზე მსჯელობდნენ.

„დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით, თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.