გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილებამ, ერთი წლის განმავლობაში უკანონო სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე 12 იურიდიული და 26 ფიზიკური პირი დააჯარიმა. ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
”განვლილ პერიოდში განყოფილების მიერ გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის არაერთი ფაქტი, რის გამოც გატარებული იქნა შესაბამისი ღონისძიებები, დაჯარიმდა 12 იურიდიული და 26 ფიზიკური პირი, ჯარიმის თანხამ 36 000 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია ერთწლიან ანგარიშში.
აღნიშნულ ანგარიშს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები მორიგ სხდომაზე მოისმენენ, რომელიც 12 მარტს გაიმართება.