სოფელ ფონიჭალაში სოხუმის ქუჩას კაპიტალურად მოაწესრიგებენ.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი 1 700 კვ.მ-ზე დაიგება. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორიაც.
როგორც გამგეობაში აცხადებენ. აღნიშნულ მისამართზე ათწლეულების განმავლობაში გზის საფარი არ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობისთვის სახლებამდე მისვლა და გადაადგილება, როგორც საფეხმავლო, ასევე, საავტომობილო გზით, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მათივე ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მაცხოვრებლები თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლებენ...
ჩუღურეთის რაიონში, ტაშირის N14-ში, 220 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
ტაშირის N14-ში სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 66 000 ლარია.
ასევე, გამგეობის ინფორმაციით, რაიონში გრუნტის დამჭერი კედელი კიდევ 6 მისამართზე ეწყობა.
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000 პირი ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ "აჭარის წყლის ალიანსის” ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების პროგრამის მიმდინარეობას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 6 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროგრამა გერმანია-საქართველოს...
ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორია 3 ჰექტარს მოიცავს. რეაბილიტირებული პარკი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი და სრულად ადაპტირებული – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
„ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, შეიქმნება...
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მომდევნო თვიდან, დაახლოებით აპრილის ბოლოდან, ბაგების საბაგირო ამუშავდება.
„საიჯარო პირობებზე და ფასზე არც არის საუბარი, მაგრამ საუბარია, რა პირობებით ისარგებლებენ სტუდენტები ამ საბაგიროთი მგზავრობის შემთხვევაში. ამ თემაზე კიდევ შევთანხმდებით უნივერსიტეტთან და რაც ყველაზე მთავარია, მომდევნო თვის ბოლოდან ბაგების საბაგირო ჩაირთვება. საუბარია შეღავათიან ტარიფებზე. მე მგონია, რომ მგზავრობის დროს გარკვეული საფასური ექნება და თავის ხარჯებს...
ბათუმში წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, გზის საფარის აღდგენა ხორციელდება.
ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დაგება აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
" გარდა ამ მონაკვეთისა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყველა იმ ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც უკვე დავასრულეთ კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ იგეგმება ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია. უკვე დასრულების ეტაპზეა სატენდერო პროცედურები. გარდა ამისა,...
ქუთაისის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, ქალაქის ბალანსზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნუსხა და გეგმა დაამტკიცა.
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში სულ 400 მიწის ნაკვეთია შესული, აქედან მერია პირველ ეტაპზე 203 ნაკვეთს გაასხვისებს. უძრავ ქონებას აუქციონზე ქუთაისი მერია წელს პირველად გაიტანს.
"ჯერ უნდა დაგვედგინა მიწის ნორმატიული ფასი. ამის შემდეგ მოხდება ამ ქონების პრივატიზება აუქციონის წესით", - განაცხადა მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა მირზა მამასახლისმა.
მისივე თქმით,...
იმერეთში ტურისტულად მიმზიდველი პროექტების შერჩევა მიმდინარეობს.
იმერერთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საპილოტე პროექტების შერჩევა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, წარდგენილი 55 პროექტიდან რამდენიმე შეარჩიეს და შესაბამისად განხორციელდება მათი რეაბილიტაცია.
"საპილოტე პროექტებს ადგილზე ეცნობა სამუშაო ჯგუფი. საპილოტე პროექტების განხილვისა და მოწონების შემთხვევაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შემდეგ ეტაპზე იმსჯელებს პროექტების დაფინანსებაზე.
საპილოტე პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს: ტურისტულად მიმზიდველი...
ყაზბეგის მერიამ გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით და კანონმდებლობის დარღვევით, 1,3 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელსაც რამდენიმე სოფლის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მაგისტრალი აეშენებინა. შედეგად, სამუშაოები ვერ განხორციელდა და ობიექტები დაუსრულებელია. ამის შესახებ საუბარია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ნება დაერთო, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით...
გორის მერიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქალაქ გორსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდავი ე.წ "მწოლიარე პოლიციელების'' რაოდენობა იზრდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
თანხმობის შედეგად, მერია ხელოვნურ ბარიერებს შემდეგ ქუჩებზე დაამონტაჟებს:
ქალაქ გორში, რუსთავის ქუჩა №8-ის მიმდებარედ; ქალაქ გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩა №81-№82-ის წინ და კოსტავას ქუჩა №69-№80-ის წინ; ქ. გორში, თუთარაშვილის ქუჩაზე (სტალინის სახლ-მუზეუმის უკან); ქ. გორში, ლეხ და...
თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შესრულდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, არის იმის საშიშროება, ეპიდაფეთქებები იყოს და ისევ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„პირდაპირ გეტყვით, თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შევასრულეთ, რისი მიზეზი იქნება, ამაზე აღარ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, საშიშროება იმისა, რომ ეპიდაფეთქებები იყოს და ისევ გარკვეული შეზღუდვები იყოს შემოღებული, ნამდვილად იქნება. ამიტომ,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია, შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე განხორციელდეს. მისივე თქმით, ამაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
"იმაზეც გვქონდა ჩვენ მსჯელობა, რომ პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები შესაძლებელია, რომ წინა ეტაპზე გადმოგვეტანა, ვნახოთ”.- განაცხადა მან.
რაც შეეხება სკოლის ექიმებს, მათი ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია და ისინი შესაბამის პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.
შეგახსენებთ, რომ მედიკოსთა ვაქცინაცია ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვისა და რემონტისთვის, ასევე სოფელ გორისციხის რიტუალების სახლისა და სოფლების: სნოს და სიონის ამბულატორიების რეაბილიტაციისთვის 298.4 ლარი დახარჯა, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ამის შესახებ საუბარია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.
დოკუმენტის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ივლისში, ელექტრონული ტენდერით შეისყიდა სოფელ ყანობში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, ღირებულებით − 189.7 ათასი ლარი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ...
ყაზბეგის მერიამ გუდაურში 609 ათასი ლარი დახარჯა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მოუვლელია და არ ფუნქციონირებს. ამის შესახებ საუბარია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.
2017 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერით, შეისყიდა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განთავსებული ე.წ. „გადასახედის“ ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. 2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისათვის ავტომატური დაშვებისა და გადახდის სისტემა.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანი იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის...
სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას მოიცავს, 2023 წლისთვის დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდიდან 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდომა, გარდა მეტროსა და ავტობუსისა, ახალ მიკროავტობუსებშიც შესაძლებელი იქნება.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა გვაქვს დაანონსებული...
გუშინ, გვიან ღამით, გორის მერიის ბალანსზე არსებული ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ექსპერტიზის მოლოდინში ჩამოინგრა. ჩამოშლილია საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი. პირველადი ინფორმაციით, ადგილზე არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს მერიის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური იცავს.
წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობა მერიის ბალანსზე გასულ წელს გადავიდა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ობიექტის ფასის დადგენა, რათა მერიამ მისი დანგრევის პირობით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































