ჩუღურეთის რაიონში, ტაშირის N14-ში, 220 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
ტაშირის N14-ში სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 66 000 ლარია.
ასევე, გამგეობის ინფორმაციით, რაიონში გრუნტის დამჭერი კედელი კიდევ 6 მისამართზე ეწყობა.