სოფელ ფონიჭალაში სოხუმის ქუჩას კაპიტალურად მოაწესრიგებენ

688

სოფელ ფონიჭალაში სოხუმის ქუჩას კაპიტალურად მოაწესრიგებენ.

კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი 1 700 კვ.მ-ზე დაიგება. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორიაც.

როგორც გამგეობაში აცხადებენ. აღნიშნულ მისამართზე ათწლეულების განმავლობაში გზის საფარი არ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობისთვის სახლებამდე მისვლა და გადაადგილება, როგორც საფეხმავლო, ასევე, საავტომობილო გზით, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მათივე ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მაცხოვრებლები თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.

“რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განვაგრძობთ. სამუშაოებს თანმიმდევრულად ვგეგმვათ ისეთ მისამართებზე, რომლებსაც მოწესრიგება პირველ რიგში ესაჭიროება. სოფელ ფონიჭალაში, აქამდე საერთოდ არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ამჟამად, თითქმის ყველა ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი და დარჩენილ მისამართებზეც სამუშაოებს ეტაპობრივად ვაგრძელებთ. საგზაო ინფრასტრუქტურა კრწანისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, რომ ქუჩებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეს და რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდეს“, – აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ

გამგეობის ინფორმაციით, 2020 წლიდან დღემდე სოფელ ფონიჭალაში ასფალტის საფარი 30 მისამართზე დაიგო, მანამდე კი, მოსახლეობას გრუნტის გზაზე უწევდა გადაადგილება.