გუშინ, გვიან ღამით, გორის მერიის ბალანსზე არსებული ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ექსპერტიზის მოლოდინში ჩამოინგრა. ჩამოშლილია საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი. პირველადი ინფორმაციით, ადგილზე არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს მერიის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური იცავს.
წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობა მერიის ბალანსზე გასულ წელს გადავიდა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ობიექტის ფასის დადგენა, რათა მერიამ მისი დანგრევის პირობით გასხვისება შეძლოს.