თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შესრულდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, არის იმის საშიშროება, ეპიდაფეთქებები იყოს და ისევ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„პირდაპირ გეტყვით, თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შევასრულეთ, რისი მიზეზი იქნება, ამაზე აღარ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, საშიშროება იმისა, რომ ეპიდაფეთქებები იყოს და ისევ გარკვეული შეზღუდვები იყოს შემოღებული, ნამდვილად იქნება. ამიტომ, ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ უშვებს, რადგან გვინდა, რომ კეთილსაიმედო პროგნოზი იყოს. საზოგადოება მოეშვა, ისევ არის ტენდენცია იმისა, რომ საზოგადოებამ დაიჯერა, რომ გავიმარჯვეთ, როგორც ზაფხულში და ამან შეიძლება პრობლემები ნამდვილად შექმნას. ამავე დროს, კონტროლის მექანიზმების მოსუსტებაც არის“, – განაცხადა მან.